Monday, December 24, 2012

შესავალი: განმანათლებლობა

მეთვრამეტე საუკუნის ევროპის კულტურული გარემო ამ ტერმინით აღნიშნავენ იმდროინდელ მოღვაწეთა სწრაფვას, შუქი მოჰფინონ ყველასა და ყველაფერს, ხელისუფლებისა და პრივილეგირებული კლასების შევიწროვებისგან ადამიანის გათავისუფლების მიზნით. ტერმინი "განმანათლებლობა" ზოგადად მომდინარეობს ამ ხანის კულტურულ მოღვაწეთა რწმენიდან, რომ მათ ყოველივესთვის ნათლის მოფენა და ყველასთვის სინათლის ამ შუქის მიწვდენა შეეძლოთ. როგორც ისტორიული პერიოდი, "სინათლის საუკუნე" წინა ეპოქებს უპირისპირდება, განსაკუთრებით შუა საუკუნეებს, როგორც იმ ხანას, რომელმაც საყოველთაო კულტურისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. განმანათლებლობის ხანაში მიღწეული კულტურული, პოლიტიკური და სოციალური წინსვლის პირისპირ გასული საუკუნეები სიბნელისა და ბარბაროსობის პერიოდად აღიქმებოდა. განმანათლებლები არ აღიარებენ დეკარტის, სპინოზას ლაიბნიცის სისტემებს და არ ცნობენ ვიკოს. ამ ფილოსოფოსთა სისტემები მეტაფიზიკურია, განმანათლებლები კი მათში არა გონების, არამედ ფანტაზიის ნაყოფს ხედავენ. განმანათლებლებისთვის ფილოსოფოსის იდეალი ლოკია (თუ არ ჩავთვლით, გამონაკლისის სახით, ზოგი გერმანელის სიმპატიას ლაიბნიცისადმი) თავისი აზროვნების სიმარტივითა და ფსიქოლოგიური პასაჟებით. ყოველივე რთულიი ან საიდუმლოებებით მოცულიკი უარყოფილია, როგორც საყოველტაო განმანათლებლობისთვის ხელისშემშლელი. მსმენელისა და მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით განმანათლებლები უამრავ სხვადასხვა საკითხს ეხებიან და აღწერილობით სტილსა და ესეისტურ ფორმას ამჯობინებენ, მრავალ ფაქტსა და ნიმუშს იშველიებენ, ეს კულტურა აკადემიებისა და უნივერსიტეტების მეშვეობით არ ვრცელდება, მან დიდებულთა ოჯახების სალონებში დაიმკვიდრა ადგილი, სადაც ქალბატონების ზოგჯერ გულწრფელი და ზოგჯერ მოჩვენებითი ინტერესის თანხლებით დამსწრეთა წინაშე ახალი აზროვნების მიმდევრები გამოდიან.

ალტერნატიული წყარო http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90

No comments:

Post a Comment