პლატონი |
„მიჩვევა“ - რისი მეშვეობითაც ახდენს ის გარკვეულ ადაპტაციას, რომ დაინახოს ის რაც თავის თავზე მაღლაა. რაც დაფარულია. ის იწყებს ჯერ ლანდებით , შემდგომ ანარეკლებით და საბოლოო ეტაპზე საკუთრივ სიცოცხლის წყაროს სრულ აღქმას და შეცნობას რასაც დაკვირვების, კვლევის და მუდმივი ძიების ფორმა აქვს. როცა ადამიანი თავის პირად პრობლემებს აგვარებს ისევე ის პარალელურად იწყებს სხვასთან თავისი სიტუაციის კონტრასტულ აღქმას, და ცდილლობს სხვა ადამიანებსაც შეუქმნას იმგვარი პირობები რაც თვითონ გააჩნია. ეს მისი კეთილი ნების მომენტია, თავისუფლების სხვისთვის განაწილება. მაგრამ აქ ის გარკვეულ საფრთხეებსაც აწყდება და ისევდაისევ დაპირისპირებებზე მიგვითითებს. იმ მღვიმის წარსულ ცხოვრებასა და შემდგომ გაცნობიერებული ცხოვრების , შემდგომ კვლავ ამ სივრცეში მოხვედრა კი მას სასაცილო სიტუაციაში აგდებს ან სულს გააფრთხობინებენ „გაუნათლებლები“.
ამრიგად თავისუფლების და მონობის ხატება ესე შეიძლება განვარცოთ: „მღვიმე ხილული სამყაროა, ხოლო სინათლე, რომელსაც ცეცხლი ასხივებს, მზის ნათებას ედარება“ ჩნდება იდეალიზმის საწყისები, გონითი სამყაროს ზღვარი სიკეთის იდეა ხდება ანუ ჰუმანიზმის იდეა.როგორც ჭეშმარიტების ისე მშვენიერების მიზეზიც. ხილულ სამყაროში ის ბადებს ნათელს და მის მეუფეს. გონით საწვდომ სამყაროში კი თვითონვეა მეუფეც და მბრძანებელიც რომლისგანაც დასაბამს იღებს ჭეშმარიტება და გონიერება. ამ გაგებით ჭშმარიტების ჭვრეტა ისეთია სოციალურ ცხოვრებაში და პირადში, ვინც ამ ღირებულებებით იხელმძღვანელებს. ვინც მიაღწევს სიმაღლის გარკვეულ ფორმას და ინფორმაციის რაოდენობას. შემდგომ კი მისთვის ყველაფერი ისახება და იხსნება , და უკვე არ შეუძია ხელი მიჰყოს კაცთა ჩვეულებრივ საქმიანობას, რადგან მისი სული გამუდმებით მიელტვის სიმაღლეს. ხოლო ესეთი ადამიანი ყოველთვის დამცინავად იქნება დაცემის შემთხვევაში, როცა ის სიბნელეში ამოყოფს თავს, სადაც უკვე იყო. ამის მიხედვით ვიღებთ დასკვნას, რომ განათლებულ სულს და უსინათლო საგანს ერთიდაიგივე მეთოდებით ვერ მივანიჭებთ ხედვის უნარს. სიკეთე კი რაც შეიძლება მეტი „სულიერებაა“ და იმაზე მეტის ცოდნა რაც ყოველივე ქმნადს თან სდევს. ხოლო თუ წყურვილი ძლიერია თავისუფლებისადმი „ადამიანის მოქცევის“ ხელოვნებაც აქ იბადება. ერთი განსხვავენით რომ ჩვენ ვერავის ვერ ვაიძულებთ იყოს თავისუფალი. რადგან მას ეს უნარი უკვე გაჩნია, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია მისი მზერა და ყურადღება მივმართოთ იქითკენ სადაც საჭიროა. „სულის ზოგიერთი უნარი ძალზე ახლოს დგას სხეულის ამა თუ იმ უნართან, რამდენადაც ადამიანს თავიდანვე შეიძლება არც ჰქონდეს როგორც ერთი ისე მეორე , მაგრამ თვითწვრთნის წყალობით შეიძინოს. „ ცოდნის უნარი კი ღვთაებრივ კატეგორიაში შეიძლება მხოლოდ ვიხილოთ, რადგან ის არასდროს არ კარგავს ადეკვატურობას და ძალას, რისკენაც არ უნდა იყოს ეს მიმართული. ბოროტებასთან ბრძოლა მხოლოდდამხოლოდ შეიძლება ბავშვური ასაკიდან , როდესაც ჩვენ მოვკვეთთ მას ამნაირ ბუნებას. ის ამის საშუალებით მზერას თავისუფლებისკენ მიმართავს. ხოლო „სახელმწიფოში“ როგორც კონკრეტულ წყობილების დამაარსებლების ფუნქციას მათი „ღირსეული“ ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენს. რასაც ის სიკეთეს და მისკენ სწრაფვას ეძახის. სამომავლოდ ამ სიკეთის დამრღვევებს და იმ ადამიანებს რომლებთაც გული იჯერეს მათი ცალკეული ჭვრეტით. მაათ ვერ გადავცემთ ისეთ უფლებებს რაც ჩვენს ნებას ლახავს. ხოლო მათი საბოლოო ადგილი კვლავ პატიმრების გვერდითაა და იმ ავად წარმოსადგენ ხალხთან . და „კანონი“ ხდება მთელი საზოგადოების გარანტი.“ მთელი ჩვენი კუთვნილი თავისუფლების ლეგიტიმური საზრისი. სახელმწიფო როგორც საზოგადოების რეგულაციის მექანიზმი გადმოგვცემს უფლებებს ხოლო თუ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას გამოავლენს ვინმე, ის ამით ამ ორგანოს განმტკიცებასაც ეწევა და იცავს მას კბილებით. შესაბამისად სახელმწიფოც იყენებს მას როგორც განსაკუთრებულ ადამიანს. ისინი ყოველგვარ მორალურ დაპირისპირებას საერთო სახელებს არქმევენ და ამით აერთიანებენ ჩვენს პასუხისმგებლობებს და ჩვენი ქცევის შინაარს. ამ ფორმაციაში ჩნდება იდეალი „თავისუფლებისა“ რომელიც გაიგივებულია სახელმწიფოსთან რომელიც გვიცავს და გვაკონტროლებს კიდევაც, მაშინ როცა თვითონ სჭირდება ეს, და სჭირდება თავის მმართველებს აღზრდილ ფილოსოფოსთა სახით. იმდენად ჰუმანური სახელმწიფო დაგვიხატა პლატონმა, რომ შეუძლებელია ვინმემ ეჭვი შეიტანოს მის უარყოფაში და იმაში, რომ ის ვერ შეძლებს უზრუნველყოფას სრულყოფილი განათლების. მისი აზრით ამგვარი თავისუფლება პიროვნულ ინტერესებსაც შეითავსებს თავის წყობილებაში, და არ იქნება ძმათამკვლელი ომები, ლანდების გააფთრებული ბრძლები ძალაუფლებისთვის. სიბრძნე და სიქველე ბედნიერი კაცის სინონიმებია შესაბამისად „სახელმწიფოსი“ რომელიც არ იმართება. მაგრამ უმთავრესი მაინც პიროვნული იდეალი რჩება განვითარებულ სოციუმთა ურთიერთქმედებაში.
წყარო: https://docs.google.com/a/iliauni.edu.ge/file/d/0B5EpMCd-1fGdMWEyN2FiNDAtMDE4NS00NGNiLWExZmEtMDU2YTBiMzA3MDFm/edit?hl=en_US
მარიამ დოჯურიშვილი 2012
-------------------------------------
No comments:
Post a Comment