Monday, December 24, 2012

ემილი

ინფორმაცია მოძიებულია წიგნიდან: "შესავალი თანამედროვე აზროვნებაში". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2010 წლის გამომცემლობა.






ჟან ჟაკ რუსო

"რუსოს ეს ნაშრომი ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ ეს არის პირველი ნაწარმოები სადაც ლაპარაკია ბავშვის აღზრდაზე და სწორედ რუსოა პირველი ვინც იწყებს ამ თემაზე საუბარს. რა თქმა უნდა არსებობდა მანამდე გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ ასე ვრცლად, ნაშრომის სახით პირველმა რუსომ შექმნა და ჩამოაყალიბა საკუთარი მოსაზრებები. ეს ნაწარმოები ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ მან საფუძველი ჩაუყარა ახალ პედაგოგიურ აზროვნებას. რუსო ამბობს: „ცხოვრებააი, ხელობა, რაც მინდა ვასწავლო ემილის. მე მჯერა , ჩემი ხელიდან გამოსული, იგი არ გახდება არც მოსამართლე, არც ჯარისკაცი, არც მღვდელი, უწინარეს ყოვლისა, ის იქნება ადამიანი“.ყველა ბავშვი ლაპარაკის დაწყებამდე ცდილობს თავისი სურვილი მშობელს მანერებით გააგებინოს. სწორედ აქედან იწყებს ჟანჟაკ რუსო თუ შეიძლება ითქვას ბავშვის ფსიგოლოგიაზე საუბარს. როცა პატარას არ შეუძლია ლაპარაკი, ჩვენ კი მისი არ გვესმის და ვერ ვხვდებით რა სურს მას, ცხადია ის იწყებს ტირილს. მისი ეს საქციელი გამართლებულიცაა მაგრამ რუსო ლაპარაკობს ბავშვზე, რომელსაც უკვე შეუძლია ლაპარაკი და იმისათვის რომ მას ვინმემ სურვილი რაც შეიძლება მალე შეუსრულოს, ჭირვეულობს და უმიზეზოდ ტირის. ამ შემთხვევაში იგი გვირჩევს, რომ არ მივაქციოთ მას ყურადღება და დაველოდოთ სანამ ის არ შეწყვეტს ტირილს. ამით მას იმის თქმა უნდა რომ არ მივცეთ ბავშვებს ცრემლებით მანიპულირების საშუალება და გადაჭრით ვუთხრათ მას უარი როდესაც ცრემლებით ცდილობს თხოვნის გაძლიერებას. მართალია ბავშვს არ უნდა დავუშალოთ ის რაც უნდა, მაგრამ მისი თავისუფლება არ უნდა გავანებივროთ, ასეთ შემთხვევაში ის არასდროს მოინდომებს რამე ისეთს, რაც მისთვის უსარგებლოა.ალბათ ხშირად გვინახვს როგორც ბატონმა სერგომ აღნიშნა წინა ლექციაზე, როგორ უტკენია ბავშვს ფეხი იატაკზე დაცემისას და მშობელი რომელიც ბავშვის დასანახადსცემსიმ იატაკს რომელზეც მან ფეხი იტკინა. რუსო ასეთ რამესაც გამორიცხავს, მისივე თქმით თუ ბავშვი დაინახავს რომ მისი ფეხის ტკენის გამო მშობელი მიდის და სცემს იატაკს, შეწუხებულია, ანუგეშებს და აღარ იცის რა ქნას, ფიქრობს დავიღუპეო, ხოლო თუ ჩვენ საპირისპიროდ მოვიქცევით და შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, ისიც მალე დამშვიდდება და იფიქრებსგადავრჩიო“ (თუ რა თქმა უნდა მან რაიმე სერიოზული დაზიანება არ მიიღო) ამასთანავე, ჩვენი საქციელით ბავშვს ვაჩვევთ იმას, რომ მომხდარის გამო ვიღაცამ ან რაღაცამ ყოველთვის უნდა აგოს პასუხი (ამ შემთხვევაში იატაკი)ჟანჟაკ რუსო ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ბავშვმა პატარაობაში რაიმე ტკივილი არ გამოცადოს, მისი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ადამიანის ცხოვრებაში რადგანაც ხიფათგამოვლილი და ტანჯვაგანცდილი ადამიანი ბევრად მტკიცე და გამძლე იქნება ცხოვრებაში ვიდრე ადამიანი, რომელსაც ცივ ნიავს არ აკარებდნენ და თავს ევლებოდნენ. ამ თემაზე საუბრისას ყოველთვის მახსენდება მონღოლები, რომლებიც ახალდაბადებულებს ლოყაზე დანით უმნიშვნელო ჭრილობას აყენებდნენ და საკუთარ საქციელს იმით ამართლებდნენ რომ ჩვილს დედის რძის სიტკბოებამდე ჭრილობის და ტკივილის გემო გაეგო. ცხადია რუსო ასეთი დესპოტიზმის მომხრეც არაა. მისი თქმით არ შეიძლება ბავშვის ცხოვრება ხიფათებით ავავსოთ და ტყუილუბრალოდ დავტანჯოთ იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთადერთი "სიკეთე" ამ ტანჯვისა იქნება ის, რომ ბავშვს სიკვდილის წინ სიცოცხლე აღარ დაენანება."
ვიდეო ვერსია ემილიზე:



მარიამ დოჯურიშვილი 2012