Friday, January 18, 2013

კვლევა

დასკვნა ასეთია: განათლების მნიშვნელობაზე მრავალი მოსაზრება გამოთქმულა წარსულშიც და თანამედროვე ყოფაშიც. აღზრდა ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი კომპონენტია მის მომავალ ცხოვრებაში. მეცნიერები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ უნდა მოხდეს ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების სრული რეალიზება. ჟან–ჟაკ რუსო კი ამ ყველაფერს ბუნებასთან კონტაქტში განიხილავს და დასძენს რომ ბავშვს უნდა მივანიჭოთ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება. ამ შემთხვევაში ბავშვი შეძლებს საკუთარი უნარების უკეთ წარმოჩენას. რუსოსთვის სწავლა ძალისმიერი მეთოდებით დაუშვებელია, რასაც ვერ ვიტყოდით მაგალითად სულხან–საბაზე, დავით გურამიშვილზე, გურამ დოჩანაშვილზე და ა.შ. მათთვის სწავლა და აღზრდა ძალისმიერი მეთოდებითაც დასაშვებია.. მათი აზრით ეს ყველაფერი საჭიროა რადგან ისინი მხოლოდ ცოდნით მიაღწევენ სრულყოფილებას. საბოლოო ჯამში თამამად შეიძლება ითქვას, რომ განათლებული ადამიანი ადვილად დაიკავებს ადგილს საზოგადოებაში დამიაღწევს სრულყოფილებას დამოუკიდებელ ცხოვრებაში.